пятница, 20 ноября 2009 г.

1.პროექტის სახელი
არაბობა საქართველოში

2.პროექტის მოკლე აღწერა:
არაბთა სახალოფოს გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრა,ხალიფების დაპყრობითი ომები,ისლამთან გაცნობა,საქართველოსთან სახალიფოს ურთიერთობა,არაბთა საგადასახადო სისტემა დაპყრობილ ქვეყნებში და არაბთა კულტურა.

3.პროექტის სრული აღწერა:
არაბების მარბიელი ლაშქრობები საქართველოში,საერთაშორისო მდგომარეობის ფონზე არაბთა მდგომარეობა,ხალიფა მანსური და ჰაბიბ-იბნ-მასლამას დაცვის სიგელი სტეფანოზ II -ის დროს დატოვებული,მურვან-ყრუს ლაშქრობა საქართველოში 735წელს,ბუღა თურქის ლაშქრობა საქართველოში 853 წელს,აბულ-კასიმის ლაშქრობა საქართველოში 914 წელს,არაბთა ლაშქრობების შედეგები.
არაბთა საგადასახადო სისტემა საქართველოში,რელიგიური მდგომარეობა ქართლში არაბთა ბატონობის დროს.არაბთა კულტურა.

4.მონაწილეთა ასაკი:
მე-5 კლასი,10 წლის

5.ვადები /ხანგრძლივობა:
4 კვირა

6.პროექტის შესაძლო აქტივობები:
მოსწავლეებს დავყოფ 4 ჯგუფად.I-ჯგუფს დავავალებ ქართველ,არაბ და ბიზანტიელ ისტორიკოსთა წყაროების მოძიებასა და განხილვას კონკრეტული წიგნიდან.II-ჯგუფს დავავალებ ფორმატებზე შექმნან რუკები,სადაც ნაჩვენები იქნება:მურვან ყრუს,ბუღა თურქის,აბულ-კასიმის შემოსევათა შესახებ.III-ჯგუფს დავალებად მიეცემა ინტერნეტის დახმარებით ინფირმაციის მოძიება არაბთა სახალიფოსა და ისლამის შესახებ.
IV-ჯგუფს დავავალებ: კონკრეტული წიგნიდან მოიძიონ ინფორმაცია არაბთა საგადასახადო სისტემის შესახებ და მათი კულტურის შესახებ,თან უნდა მოიძიონ ინტერნეტში ფოტოები.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას
დავალების წარმატებით შესრულების შემთხვევაში:
შეიქმნება ბავშვების მირ კარგად დამუშავებული თემა არაბთა ბატონობის შესახებ,რომელსაც თან დართული ექნება ფოტოები,რუკები.რაც მთავარია ეს ყველაფერი შექმნილი იქნება ბავშვების მიერ და გაუჩნდებათ სურვილი,მომავალშიც მიიღონ მონაწილება მსგავსი პროექტის შექმნაში.

8.სარგებელი სხვებისთვის:
ეს პროექტი დამუშავების შემდეგ დაიდება "bloggerpost"-ზე და მისი ნახვა ყველა დაინტერესებულ მსურველს შეეძლება.

9.სამუშაო ენა:
ქართული.

10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
არ ვითვალისწინებთ ამ ეტაპზე ასეთ ურთიერთობას.

11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
თემის დამუშავებისას ვითვალისწინებთ ურთიერთობას შემდეგ საგნებთან:ქართულთან,გეოგრაფიასთან.ვეცდებით ვიმოქმედოთ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შეთანხმებით.

12.პროექტის ფასილიტატორი:
ქეთევან ვაჩეიშვილი

13.ფასილიტატორის ელ.ფოეტა:
ketinovacheishvili@gmail.com

14.პროექტის ფორუმი:

15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
http://ketinovacheishvili.blogspot.com/